
იორდანიის დედოფალმა რანიამ დაგმო დასავლური მედიის მიერ ისრაელსა და ღაზას შორის მიმდინარე ომის გაშუქების პირინციპი და თქვა, რომ არსებობს "აშკარა ორმაგი სტანდარტები", თუ როგორ ვრცელდება ინფორმაცია პალესტინელებსა და ებრაულებზე თავდასხმების შესახებ.
”ძალიან იმედგაცრუებული ვარ, როდესაც ვხედავ დღეს მსოფლიოში ორმაგი სტანდარტების პოლიტიკას - მტკიცედ დაგმეს ის, რაც მოხდა 7 ოქტომბერს, მაგრამ ძალიან მცირე გამოხმაურება აქვს დღევანდელ მოვლენებს”, - განუცხადა დედოფალმა რანიამ CNN-ს ამანიდან მიცემულ ინტერვიუში.
„რატომ არავინ აიძულებს მეომარ მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას? დღეს ჩვენ ვხედავთ ადამიანთა შემაძრწუნებელ ტანჯვას და რატომ არის ნარატივი ყოველთვის გადახრილი ისრაელის მხარისკენ? გვეუბნებიან, რომ არასწორია მთელი ოჯახის მოკვლა ან იარაღით დაშინება, მაგრამ მაინც არაფერი შავდება თუ მათ ჭურვებს დაუშენენ... ეს უბრალოდ შოკისმომგვრელია არაბული სამყაროსთვის.
ეს არის პირველი შემთხვევა თანამედროვე ისტორიაში, როდესაც ადამიანები ასე იტანჯებიან და მსოფლიო არც კი ითხოვს ცეცხლის შეწყვეტას. ეს დუმილი მოყრუებაა“, - აღნიშნა იორდანიის დედოფალმა.
0
0