
„იორდანია, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან და ეგვიპტისა და პალესტინის ლიდერებთან ერთად, დედაქალაქ ამანში ოთხმხრივ სამიტს უმასპინძლებს. მხარეები ღაზაში მიმდინარე ომის გამო გამოწვეულ რეგიონისთვის შესაძლო "საშიშ" შედეგებს განიხილავენ,“ - იუწყება სახელმწიფო მედია.
დისკუსიები ფოკუსირებული იქნება „ღაზაში მიმდინარე ომის შეჩერებისა და მშვიდობის აღსადგენად პოლიტიკური გამოსავლის პოვნის გზებზე“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
იორდანიის მეფე აბდულა ასევე სამმხრივ სამიტს ცალკეულად გამართავს ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ალ-სისისთან და პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასთან.
17 ოქტომბერს, იორდანიის მეფემ განაცხადა, რომ ის ეწინააღმდეგება პალესტინის მოსახლეობის ეგვიპტესა და იორდანიაში ლტოლვილებად გადასახლებას და, რომ ეს საკითხი მისი სამეფოსთვის წითელი ხაზია.
ამანი, რომელმაც 1967 წელს ისრაელთან ახლო აღმოსავლეთის ომის დროს, იორდანიის დასავლეთ სანაპირო, მათ შორის აღმოსავლეთ იერუსალიმი დაკარგა, შეშფოთებულია, რადგან „ძალადობის ესკალაციამ შესაძლოა იორდანიის მოსახლეობისთვის სავალალო შედეგები გამოწვიოს.“
0
0
კოტე იოსელიანი უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის
08/06/2025