
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეპული აცხადებს, რომ უკრაინა შესაძლოა, იძულებული გახდეს „მტკივნეულ დათმობაზე“ წავიდეს. ამის შესახებ გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„ეს იქნება ძალიან რთული პროცესია უკრაინისთვის, რომელიც შეიძლება, რეფერენდუმით დასრულდეს“, – განაცხადა ვადეპულმა.
მისივე თქმით, ამ რეფერენდუმზე უკრაინის მოქალაქეებს მოუწევთ გადაწყვიტონ, შეუძლიათ თუ არა ცეცხლის შეწყვეტის პირობების მიღება.
„დიპლომატიის ამოცანაა შეიმუშაოს კომპრომისები, რომელთა მხარდაჭერაც შეუძლიათ კონფლიქტის მხარეებს. საბოლოო ჯამში, ეს მუდამ იქნება დაკავშირებული მტკივნეულ დათმობებთან“, – აღნიშნა ვადეპულმა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საერთაშორისო დიპლომატიური ძალისხმევის დამსახურებით სამშვიდობო ზავის შანსები ახლა ისეთი დიდია, როგორც არასდროს.
„მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება უკრაინის მიერ გარანტიების მიღება, რომ ის არ იქნება დაუცველი ახალი რუსული აგრესიის წინაშე“, – აღნიშნა გერმანელმა მინისტრმა.
0
0
სტივ უიტკოფი მოსკოვში ჩავიდა
02/12/2025