
რუსეთის და უკრაინის ტელეგრამ-არხებზე დღეს დილიდან აქტიურად ვრცელდება ჭორები რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გარდაცვალების შესახებ. ამის თაობაზე Obozrevatel.com იუწყება.
რუსულ მედიებში წერენ, რომ პუტინს გული გაუჩერდა და რუსეთში სახელმწიფო გადატრიალება იწყება, რადგანაც მის ნაცვლად ორეულის გამოყენება იგეგმება.
„რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს საღამოს ვალდაის რეზიდენციაში გარდაიცვალა. მოსკოვის დროით 20:42-ზე ექიმებმა რეანიმაცია შეწყვიტეს და მისი გარდაცვალება დააფიქსირეს. ამჟამად ექიმები ოთახში პუტინის ცხედართან ერთად არიან ბლოკირებულები და მათ იქიდან უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები არ უშვებენ დიმიტრი კოჩნევის ბრძანებით, რომელიც ინსტრუქციებს უშიშროების საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევისგან იღებს. პრეზიდენტის ორეულის დაცვა გაძლიერებულია,“ - წერს ტელეგრამ არხი „სვრ-ის გენერალი“.
ცნობისთვის რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პუტინმა გონება დაკარგა, მაგრამ მედიკოსებმა, რომლებიც ბუნკერში მორიგეობენ, ის გონზე მოიყვანეს.
ამასთანავე, ინტერნეტში სხვა მოსაზრებაც ვრცელდება - პუტინს ორეულები მართლაც ჰყავს, მაგრამ მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია - ფეიკია.
ის, რომ რუსეთის პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, მისმა პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა კატეგორიულად უარყო.
0
0