
ევროპარლამენტარი რიმა ჰასანი, რომელსაც ბრალად ედება ინტერნეტით ტერორისტული იდეოლოგიის პროპაგანდა, საფრანგეთის სასამართლოს წინაშე ივლისში წარსდგება.
ამის სესახებ „როიტერი“ წერს.
საფრანგეთის პოლიციამ რიმა ჰასანი 2 მარტს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო დააკავა.
„რიმა ჰასანს გადაეცა სასამართლო უწყება 2026 წლის 7 ივლისს სასამართლოში გამოცხადების შესახებ, ინტერნეტით ტერორისტული იდეოლოგიის პროპაგანდის ბრალდებით“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
რიმა ჰასანის პოსტი დაკავშირებული იყო 1972 წელს იაპონური ულტრამემარცხენე დაჯგუფების „იაპონური წითელი არმიის“ მიერ თელ ავივის აეროპორტზე განხორციელებულ თავდასხმასთან, რომელსაც 26 ადამიანი ემსხვერპლა.
„ვიდრე ჩაგვრა არსებობს, წინააღმდეგობა არა მხოლოდ უფლება, არამედ მოვალეობაა“, – დაწერა ჰასანმა, თუმცა მოგვიანებით ეს პოსტი წაშალა.
0
0