14/12/2021
12:48
პოლიტიკა
მისი თქმით, დაძაბულობის კერებზე და მიტინგებზე განცხადებები მიუთითებს, რომ მინიმუმ „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან არ არის მზაობა შერიგებისკენ, ბრძოლა გრძელდება და ეს არის დამატებით ილუსტრაცია იმისა, რომ შერიგებაზე საუბარი არ არის გულწრფელი.
„მე არ მგონია, რომ ასეთი ტიპის აქციებს ეფექტი ექნება, რადგან ჩვენ ბევრი ასეთი დაანონსებული აქცია გვინახავს - ცხელი გაზაფხული, ცხელი ზაფხული, უკვე ცხელი ზამთარიც დაანონსდა და ვხედავთ, რომ რადგან საბოლოო ჯამში ამ აქციების მიზანი გაურკვეველია, რადგან სულ იცვლება მიზნები, ამიტომ ის ვერ მოახდენს რაიმე მნიშვნელოვან გავლენას პოლიტიკაზე. მე არ ვაპირებ აქციებს შევუერთდე იმის მიუხედავად, რომ მიყვარს აქციებზე სიარული. მე ჯერ ინტერესი არ გამიჩნდა, რატომ უნდა შევუერთდე“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.
ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა - „მარტო სატელევიზიო და Facebook-კომენტარებით ჩვენ მიზანს ვერ მივაღწევთ. თავდადებისა და წინააღმდეგობის კერების გარეშე არაფერი გამოვა“.
0
0