ინტეგრაცია გრძელვადიანი პროცესია, რომელიც საბოლოოდ, ევროპაში სრულუფლებიანი წევრობით უნდა დასრულდეს - ლევან დავითაშვილი
A-
+A

ჩვენთვის ევროპული ინტეგრაცია მთავარი სტრატეგიული მიართულებაა. ევროპასთან ინტეგრაციის გეგმა მრავალი კომპონენტისგან შდგება და მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო თავისუფალი მიმოსვლა ევროპაში. ეს არის პირველი საფუძველთა-საფუძველი, რომლის მიმართულებითაც ჩვენ პროგრესი გვაქვს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველომ ევროპაში მიმოსვლის ლიბერალური, ვიზისგან თავისუფალი, რეჟიმი მიიღო და აღნიშნული თაობების ოცნება იყო.
„ეს არის მნიშვნელოვანი მეტი ეკონომიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ურთიერთობებისთვის, ტურიზმისა და ასე შემდეგ. ასე, რომ ის ურთიერთობა ევროპასთან, რომელიც 5 წლის წინ ვიზალიბერალიზაციის კუთხით დაიწყო, თუმცა ევროპასთან ინტეგრაცია ჩვენ უფრო ადრე დავიწყეთ, როდესაც ასოცირებისა და თავისუფალი, ღრმა და ყოვლისმომცველ შეთანხმების ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი, რა თქმა უნდა, ეს გრძელვადიანი პროცესია, რომელიც საბოლოოდ, ევროპაში სრულუფლებიანი წევრობით უნდა დასრულდეს. ამ კუთხით მთავრობა აკეთებს ყველაფერს და დიდი პროგრესია მიღწეული“, - განაცხადა დავითაშვილმა.
0
0
377
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%