
ინგოროყვას კლინიკაში აცხადებენ, რომ ამ მომენტისთვის კლინიკაში ორი ჟურნალისტი მკურნალობს, დანარჩენმა პაციენტებმა კი დაწესებულება უკვე დატოვეს, – ინფორმაციას ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის ნევროლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი ნინო ხარაიშვილი ავრცელებს.
მისივე თქმით, კლინიკაში „ფორმულას“ ჟურნალისტი გურამ როგავა და გერმანელი ჟურნალისტი რჩებიან.
„ინგოროყვას კლინიკაში ამ მომენტისთვის რჩება ორი პაციენტი, ორივე არის ჟურნალისტი. მარიამ გაფრინდაშვილმა დატოვა კლინიკა, ვინაიდან თავს გრძნობს დამაკმაყოფილებლად. მას ჰქონდა ნახეთქი ჭრილობა შუბლის არეში, რომელიც დამუშავდა, გაიკერა, დაედო ნახვევი. ამ მომენტისთვის რჩება მხოლოდ მსუბუქი თავბრუსხვევა, სხვა მხრივ დამაკმაყოფილებელია მისი სასიცოცხლო პარამეტრები. გერმანელი ჟურნალისტი დარჩება, სავარაუდოდ, სამშაბათამდე, ვინაიდან მას სჭირდება მეთვალყურეობა. რაც შეეხება გურამ როგავას, ის კლინიკაში დარჩება ორშაბათამდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. გურამის მდგომარეობა სტაბილურია, ამ მომენტისათვის ჩივილები არ აქვს. მან რამდენიმე კვირის განმავლობაში უნდა ატაროს ფიქსატორი, რათა მოხდეს არსებული ძვლოვანი დაზიანების, რომელიც ამ მომენტისთვის არ საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას, შემდგომი რეაბილიტაცია. გერმანელი ჟურნალისტის სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია, ჩივილები არ აღენიშნება. ის გაეწერება ორშაბათს ან სამშაბათს“, – განაცხადა ნინო ხარაიშვილმა.
0
0