
აგვისტოდან, ინგლისში, გონორეის საწინააღმდეგო ვაქცინის პროგრამა ამოქმედდება, რადგან შემთხვევების რეკორდული რაოდენობა და ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული ბაქტერიების შტამები იზრდება.
აღნიშნული პროგრამის მიზანია სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების მზარდი დონის წინააღმდეგ ბრძოლა, რომელიც, 2023 წელს, ინგლისში 85 000 შემთხვევამდე მიაღწია, რაც 1918 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინგლისის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის განცხადებით, ვაქცინაცია აგვისტოს დასაწყისიდან დაიწყება პაციენტებისთვის, მათ შორის ზოგიერთი გეი და ბისექსუალი მამაკაცისთვის. აცრა დაფუძნებულია არსებულ ვაქცინა 4CMenB-ზე, რომელიც გამოიყენება მენინგოკოკური B დაავადებისგან დასაცავად.
ლონდონის იმპერიული კოლეჯის მიერ ჩატარებული ანალიზის თანახმად, ვაქცინას შეუძლია გონორეის 100 000-მდე შემთხვევის თავიდან აცილება და ჯანდაცვის ეროვნული სამსახურისთვის მომდევნო ათწლეულის განმავლობაში 7.9 მილიონ ფუნტ სტერლინგზე მეტის დაზოგვა, რაც დამოკიდებულია მკურნალობის ეფექტურობაზე.
0
0