16/09/2024
15:36
ტაბლოიდი
ინგლისში, ქალაქ ნორვიჩში დაიღუპა კატა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანად ითვლებოდა. The Sun-ის ინფორმაციით, როზი 33 წლის იყო.
„ძალიან მაკლია. თავს ცუდად გრძნობდა, ოთახში შემოვიდა, დაწვა და დაიღუპა. მასთან ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს და მიხარია, რომ ეს დრო ერთად გავატარეთ“, - განაცხადა როზის 73 წლის პატრონმა ლილა ბრისეტმა.
როზი 33 წლის 1 ივნისს გახდა. მედიის განმარტებით, ეს ასაკში ადამიანებში 152 წელს უდრის.
აღსანიშნავია, რომ როზის მსოფლიოს უხუცესი კატის სტატუსი ოფიციალურად მინიჭებული არ ჰქონდა. გინესის რეკორდების წიგნის წარმომადგენლებმა ბრისეტს 2023 წელს მიმართეს და როზის მიღწევის რეგისტრაციისკენ მოუწოდებდნენ, თუმცა ქალმა ამის გაკეთება არ ისურვა.
ოფიციალურად მსოფლიოს უხუცესი კატის ტიტული 2022 წლიდან 28 წლის ფლოსის ეკუთვნის, რომელიც ასევე ინგლისში ცხოვრობს. დეკემბერში ის 29 წლის უნდა გახდეს.
0
0