01/05/2025
19:40

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ქალთა ფეხბურთში ტრანსგენდერების მონაწილეობა აკრძალა.
მედიის ცნობით, ფეხბურთის ასოციაციაში განაცხადეს, რომ ეს გადაწყვეტილება შესაბამისობაშია უზენაესი სასამართლოს დადგენილებასთან, რომლის მიხედვითაც, მდედრობით სქესად ბიოლოიურად ქალად დაბადებული პირი მოიაზრება.
ახალი რეგულაცია ძალაში 2025 წლის პირველი ივნისიდან შევა.
„გვესმის, რომ იქნება სირთულეები იმ პირთათვის, ვისაც უბრალოდ სურთ, ითამაშონ თამაში, რომელიც უყვართ, იმ გენდერით, რომელსაც მიეკუთვნებიან. ჩვენ ვუკავშირდებით ტრანსგენდერად რეგისტრირებულ ქალებს, რომლებიც ამჟამად თამაშობენ, რათა განვუმარტოთ ცვლილებები და ის, თუ როგორ შეძლებენ თამაშში მონაწილეობის მიღებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
16 აპრილს უზენაესმა სასამართლომ თავის დადგენილებაში განაცხადა, რომ ბრიტანეთის თანასწორობის შესახებ კანონის თანახმად, მდედრობით სქესად მიიჩნევა პირი, რომელიც ბიოლოგიურად ქალად დაიბადა.
ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის მსგავსად, ასეთივე რეგულაციის მიღებას გეგმავს შოტლანდიის ფეხბურთის ასოციაციაც.
0
0