20/03/2024
20:28
ეკონომიკა
საქართველოში 2023 წლის მე-4 კვარტალში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.3 პროცენტით ანუ 270.9 ლარით გაიზარდა და 2 044.5 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
საქსტატის ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის მე-4 კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 607.3 ლარით, ხოლო კაცების - 2 463.8 ლარით განისაზღვრა.
მათივე ცნობით, ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 195.6 ლარი (13.9%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 340.7 ლარი (16.0%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
რაც შეეხება დარგებს, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
- ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 309.2 ლარი;
- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 110.0 ლარი;
- მშენებლობა - 3 062.5 ლარი;
- პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 920.5 ლარი;
- ტრანსპორტირება და დასაწყობება - 2 417.8 ლარი.
ამასთან, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით დაბალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
- განათლება - 1 156.8 ლარი;
- წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები - 1 319.9 ლარი;
- სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - 1 463.1 ლარი;
- განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები - 1 546.2 ლარი;
- ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები - 1 554.9 ლარი.
bpn.ge
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024