
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, რუსეთთან საზღვაო-სამგზავრო მიმოსვლის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას, დეზინფორმაციას უწოდებს და განცხადებას ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციითვე, გამოცემა VESTIKAVKAZA-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, 2023 წელს რუსული საკრუიზო საზღვაო ლაინერის „პეტრე დიდი“-ს საქართველოს ნავსადგურებში შესაძლო შემოსვლასთან დაკავშირებით, აბსოლუტური სიცრუე.
"ზოგიერთი მედია საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის საზღვაო-სამგზავრო მიმოსვლის დაწყებას, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ საქართველოს რუსეთის საზღვაო ნავსადგურებთან არ აქვს საზღვაო-სამგზავრო, ან საკრუიზო მიმოსვლა.
გამოცემა VESTIKAVKAZA-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, 2023 წელს რუსული საკრუიზო საზღვაო ლაინერის „პეტრე დიდი“-ს საქართველოს ნავსადგურებში შესაძლო შემოსვლასთან დაკავშირებით, აბსოლუტური სიცრუეა", - ნათქვამია, სააგენტოს განცხადებაში.
0
0
გარდაიცვალა მომღერალი გოჩა ლორია
10/04/2026