
2022 წლის მარტში, რუსულმა ავიაკომპანია „აეროფლოტმა“ უფროს ბორტგამცილებელს ბრძანება გაუგზავნა, რომელიც მათ ავალდებულებდა, კოორდინაცია მოეხდინათ თვითმფრინავის აღჭურვილობის გაუმართაობის შესახებ თვითმფრინავის მეთაურთან. ამის შესახებ პორტალი „პროექტი“ წერს.
გამოცემის ერთ-ერთი თანამოსაუბრის თქმით, ბორტგამცილებელს ავარიის შესახებ ზეპირად მოხსენება დაევალა, ჟურნალში შეყვანის გარეშე.
„შესაბამისად, თუ არ არის სათადარიგო ნაწილები, თვითმფრინავი შეიძლება გაფრინდეს მათ შორის, საკმაოდ სერიოზულით გაუმართაობით“ - განაცხადა წყარომ.
ასეთ დეფექტებს მიეკუთვნება, მაგალითად, ბორტზე ჟანგბადის ბალონების არასრული ნაკრები, რომლითაც „აეროფლოტის“ თვითმფრინავი გაფრინდა არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან მოსკოვში 2022 წელს.
თვითმფრინავის მეთაურმა მიზანშეწონილად ჩათვალა ამის ჩაწერა CLB-ში, რათა არ გადადებულიყო ფრენა და პრობლემა დაფიქსირდა ჟურნალში მხოლოდ მას შემდეგ, რაც თვითმფრინავი უკვე ჩამოვიდა „შერემეტევოში“ - თქვა ბორტგამცილებელმა, რომელიც მუშაობდა ამ რეისზე.
„აეროფლოტის“ ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომლის თქმით, ასეთი ბრძანების მიზანი იყო თვითმფრინავის ადგილზე ყოფნის ხანგრძლივობის შემცირება, გაუმართაობის აღმოფხვრამდე. „ადრე, ომამდე, ეს წესი მკაცრად იყო დაცული: ყველა წვრილმანს წერდნენ და იქვე ასწორებდნენ“ - ამბობს ის.
იგივე პრაქტიკა, როგორც „პროექტს“ ტექნიკური პერსონალის თანამოსაუბრემ განუცხადა, ეხება სხვა ავიაკომპანიებსაც, რომლებსაც არ სურთ ბორტის ადგილზე გაჩერება დიდი ხნით, როგორც ამას რეგულაციები მოითხოვს.
0
0