26/11/2021
14:54
პოლიტიკა
„ინფორმაცია მივიღე, რომ ჩვენს ქვეყანაში, 1-ელ დეკემბერს სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება. ჩვენ არა მხოლოდ აგენტურული ინფორმაცია, არამედ ხმოვანი ჩანაწერებიც გვაქვს, რომელშიც უკრაინის წარმომადგენლები რუსეთის წარმომადგენლებთან ერთად სახელმწიფო გადატრიალებაში რინატ ახმეტოვის მონაწილეობას განიხილავენ“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში ოლიგარქი რინატ ახმეტოვის გარემოცვა მონაწილეობს, თუმცა მას არ სჯერა, რომ ახმეტოვი სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში მონაწილეობს.
„ვფიქრობ, ეს ოპერაციაა და მას უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ ომში ითრევენ. ვფიქრობ, ეს მისი დიდი შეცდომა იქნება, რადგან არ შეიძლება შენს ხალხსა და პრეზიდენტს ეომო, რომელიც უკრაინელმა ხალხმა აირჩია“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
0
0
„ტიკ ტოკმა“ აშშ-ში მუშაობა შეწყვიტა
19/01/2025