14/11/2023
10:56
მსოფლიო
ინდონეზიის პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ ამერიკელ კოლეგას ჯო ბაიდენს მოუწოდა, რომ, კონფლიქტში ცეცხლის შეწყვეტის მიზნით, შემდგომი ნაბიჯები გადადგას.
„ინდონეზია აშშ-ს მოუწოდებს, რომ ღაზაში სისასტიკის შესაჩერებლად მეტი გააკეთოს. ეს [ცეცხლის შეწყვეტა] აუცილებელია კაცობრიობისთვის“, - განაცხადა ვიდოდომ თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ.
მანამდე კი განაცხადა, რომ ბაიდენს "ძალიან მკაფიო გზავნილს" გაუგზავნიდა არაბთა და მუსლიმთა ლიდერების ერთობლივი სამიტიდან, რომელიც მხარეებს ბრძოლების დასრულებისკენ მოუწოდებს.
ვიდოდომ აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრის წინ ასევე განაცხადა, რომ ბაიდენს პალესტინის ლიდერის მაჰმუდ აბასისგან კონკრეტულ გზავნილს გადასცემს.
როგორც ცნობილია, მსოფლიო მასშტაბით, ინდონეზიაში ყველაზე მეტი მუსლიმი ცხოვრობს.
აშშ, ჯერჯერობით, თავს იკავებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოწოდებებისგან. ბაიდენის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტა „ჰამასს“ გადაჯგუფებისა და ხელახლა შეტევის განხორციელების საშუალებას მისცემს. სანაცვლოდ, ბაიდენი ხანგრძლივი ჰუმანიტარული პაუზების დაგეგმვას მიესალმება.
0
0