30/04/2024
15:08
მსოფლიო
ინდონეზიაში ვულკანი რუანგი ამოიფრქვა. ხელისუფლებამ მოსახლეობა მოსალოდნელი ცუნამის შესახებ გააფრთხილა.
ინდონეზიის კატასტროფების რისკის შემცირების სააგენტოს ინფორმაციით, რუანგის კრატერიდან ამოფრქვეული ლავის სიმაღლემ 5 მ-მდე მიაღწია. სააგენტო მოსახლეობას, 7 მ-მდე რადიუსის ფარგლებში, დაუყოვნებლივ ევაკუაციისკენ მოუწოდებს და შემდგომი აფეთქებების შესახებ აფრთხილებს.
ფერფლი და ღორღი რეგიონის ქალაქებში, მათ შორის მანადოში, გავრცელდა. ხელისუფლებამ, ვულკანური ფერფლის შესაძლო გავრცელების მოტივით, მანადოს სემ რატულანგის აეროპორტი დახურა.
"ვიბრაციები ინტენსიური იყო. ვულკანური მიწისძვრის შედეგად, გაითიშა ელექტროენერგია და დაზიანდა სახლები,“ - თქვა რუანგის მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელმა.
რუანგის ბოლო მასშტაბური ამოფრქვევა 2002 წელს დაფიქსირდა.
კუნძული რუანგი ინდონეზიის არქიპელაგის ჩრდილო-ცენტრალურ რეგიონში მდებარეობს. კუნძულზე 800-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, რომელთა უმეტესობა [11000-ზე მეტი], აპრილის დასაწყისში მცირე ვულკანური ამოფრქვევების შემდეგ, ევაკუირებულია.
ინდონეზიაში130-მდე აქტიური ვულკანია.
0
0