05/10/2021
15:28
მსოფლიო
ღია სივრცეში მოწყობილი გამოფენა ინდოენზიის ქალაქ გრესიკში (აღმოსავლეთ ჯავაში) მოეწყო. მუზეუმის აწყობას, რომელიც 10 000-ზე მეტი პლასტმასის ნარჩენისგან შედგება, სამი თვე დასჭირდა. პლასტმასის ბოთლები, ჩანთები და სხვადასხვა ნივთი დაბინძურებული მდინარეებიდან და სანაპიროებიდან შეაგროვეს.
კეთილდღეობის ქალღმერთის კონსტრუქციის (სახელწოდებით "Dewi Sri") გრძელი ქვედაბოლო ერთჯერადი საყოფაცხოვრებო ნივთებისგან არის დამზადებული.
”მსოფლიოსადმი გაგზავნილი ჩვენი მესიჯია - შეწყვიტონ ადამიანებმა პლასტმასის ერთჯერადი ნივთების გამოყენება. ამ პლასტმასის გადამუშავება ძალიან რთულია... დღეიდან უნდა შევწყვიტოთ მისი მოხმარება, რადგან ის აბინძურებს ჩვენს ოკეანეს, რომელიც, ასევე ჩვენი საკვების წყაროა,”- თქვა მუზეუმის დამფუძნებელმა, ფრიჯი არისანდიმ.
მუზეუმი გასულ თვეში გაიხსნა და მას 400-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს.
ოკეანის პლასტმასით დაბინძურების პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა ინდონეზიის არქიპელაგზე, რომელიც, ამ მხრივ, მეორე ადგილს იკავებს ჩინეთის შემდეგ. ინდონეზიის მიერ გაწეულ ძალისხმევას პლასტიკური შეფუთვის გამოყენების რეგულირებასთან დაკავშირებით, არაერთგვაროვანი შედეგი მოჰყვა.
https://edition.cnn.com/style/article/indonesian-museum-plastic-bottles/index.html
0
0