08/11/2021
15:38
მსოფლიო
კანპურის მთავარმა ექიმმა, ნეპალ სინგმა, განაცხადა, რომ რაიონში ვირუსული შემთხვევების ზრდა დაფიქსირდა. მისივე თქმით, ხელისუფლებამ ეპიდემიაზე მეთვალყურეობის გაზრდისა და მისი გავრცელების შესაჩერებლად სპეციალური გუნდები შექმნა.
უტარ-პრადეშში ეს ვირუსის პირველი აფეთქებაა. შტატის მთავარმა მინისტრმა, იოგი ადიტიანათმა, აღნიშნა, რომ ქალაქ კანპურში პირველი შემთხვევა 23 ოქტომბერს დაფიქსირდა და მას შემდეგ რაოდენობამ მოიმატა. მისივე განცხადებით, ინფექცია ქალაქში "სწრაფად ვრცელდება" და ოფიციალურ პირებს სანიტარული სამუშაოების დაჩქარება დაავალა.
ინდოეთმა გუჯარატის შტატში ზიკა ვირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევები 2017 წელს გამოაცხადა.
კოღოების გზით გადამდები ვირუსი ბავშვებში ტვინის შეკუმშვასა და იშვიათ აუტოიმუნურ დაავადებას (გიიენ-ბარეს [Guillain-Barre] სინდრომით) იწვევს.
მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი, უმეტესად, კოღოებით ვრცელდება, ის შეიძლება სქესობრივი გზითაც იყოს გადამდები.
ზიკა ვირუსი პირველად 1947 წელს, უგანდაში, მაიმუნებში გამოვლინდა. ადამიანებს შორის ვირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა ნიგერიაში, 1954 წელს, დაფიქსირდა, რასაც შემდგომი აფეთქებები მოჰყვა აფრიკაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და წყნარი ოკეანის კუნძულებზე.
2015 წლის მაისში კი, ზიკა ვირუსი ბრაზილიაშიც გაჩნდა და სწრაფად გავრცელდა. ზიკა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს. ინფიცირების პრევენცია შესაძლებელია კოღოების კბენისგან თავდაცვით. ზიკა ვირუსით სიკვდილი იშვიათია და ითვლება, რომ ხუთი ინფიცირებული ადამიანიდან მხოლოდ ერთს უვითარდება შემდეგი სიმპტომები: მსუბუქი ცხელება, კონიუნქტივიტი (თვალების დაწითლება და ტკივილი), თავის ტკივილი, სახსრების ტკივილი, გამონაყარი.
0
0