
რუსეთის პრეზიდენტისა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრა დასრულდა.
შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესსკონფერენციაზე, ნარენდრა მოდიმ განაცხადა, რომ ქვეყნებმა ეკონომიკური თანამშროლობის პროგრამა გაახანგრძლივეს, რომელიც 2030 წლამდე ვაჭრობის გაფართოებასა და დივერსიფიცირებას ისახავს მიზნად.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკული უსაფრთხოება ურთიერთობების ძლიერი და მნიშვნელოვანი საყრდენია.
თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის შთამბეჭდავი შეთანხმებები გაფორმდა და ხაზი გაუსვა ინდოეთსა და რუსეთს შორის ვაჭრობაში ეროვნული ვალუტის გამოყენების ზრდას.
რაც შეეხება ენერგოსექტორს, რუსეთის ლიდერმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა კვლავ რჩება ერთგული ინდოეთის მზარდი ეკონომიკისთვის საწვავის შეუფერხებელი მიწოდების უზრუნველყოფის ვალდებულების მიმართ.
„რუსეთი კვლავ რჩება ინდოეთის ენერგორესურსების სანდო მიმწოდებლად და ყველაფრის, რაც საჭიროა ინდოეთის ენერგოსექტორის განსავითარებლად. მზად ვართ, გავაგრძელოთ საწვავის შეუფერხებელი მიწოდება ინდოეთის სწრაფად მზარდი ეკონომიკისთვის“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
0
0