ინდოეთში, ტაძრის იატაკის ჩანგრევის შედეგად, 35 ადამიანი დაიღუპა
A-
+A

ინდოეთის ქალაქ ინდორში, ერთ-ერთ ტაძარში იატაკის ჩანგრევის შედეგად, სულ მცირე, 35 ადამიანი დაიღუპა. იატაკის ქვეშ, 7.6 მეტრის სიღრმეზე წყლის ჭა იყო განთავსებული, რომელშიც ასევე უამრავი ადამიანი ჩავარდა.
სამაშველო ოპერაციები 18 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
მლოცველები ტაძარში, ინდუისტური კალენდრის მიხედვით, უფალ რამა-ნავამის დაბადებას აღნიშნავდნენ. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
ტაძრის წინამძღვარის ინფორმაციით, ტაძრის იატაკი, ბეტონის გარეშე, ქვის ფილებით იყო გამაგრებული.
პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ Twitter-ზე უბედური შემთხვევის გამო გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
პრადეშის შტატის შინაგან საქმეთა მინისტრის, ნაროტამ მიშრას განცხადებით, დაღუპულთა ოჯახები კომპენსაციას მიიღებენ.
0
0
330
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%