
ავარიის შედეგად დაშავდა, სულ მცირე, 45 ადამიანი, მათგან 10 მძიმე მდგომარეობაშია.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მაშველები ვაგონის ნამსხვრევებში ჩარჩენილი მგზავრების გამოყვანას ცდილობენ.
მატარებელი რაჯასტანის შტატის ქალაქ ბიკანერიდან ასამის შტატის ქალაქ გუვაჰათისკენ მიემართებოდა. კატასტროფის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.
ინდოეთის მსხვილ, მაგრამ მოძველებულ სარკინიგზო ქსელში, ავარიები ხშირია. უსაფრთხოების სტანდარტების შემუშავება მუდმივი საზრუნავია სახელმწიფო სატრანსპორტო სისტემაში, რომელიც 9000 სამგზავრო მატარებელს მართავს და ყოველდღიურად, დაახლოებით, 23 მილიონი მგზავრის ტრანსპორტირებას ანხორციელებს.
2016 წელს, უტარ-პრადეშის შტატში, ინდოეთში მომხდარი ერთ-ერთ ყველაზე საზარელი სარკინიგზო ავარიის შედეგად, 127 ადამიანი დაიღუპა, როდესაც 14 ვაგონი რელსებიდან გადავიდა.
https://www.aljazeera.com/news/2022/1/14/several-dead-train-derails-india-west-bengal-jalpaiguri
0
0