
ინდოეთის კერალას შტატის ჯანდაცვის წარმომადგენლების განცხადებით, შტატში, ნიპა ვირუსს 14 წლის ბიჭი ემსხვერპლა.
შტატის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, დაავადების მაღალი რისკის კატეგორიაში მყოფი კიდევ 60 ადამიანი გამოვლინდა.
„გარდაცვლილ ბიჭთან კონტაქტში მყოფ ყველა პირს ტესტირება ჩაუტარდა და ამჟამად ისინი იზოლაციაში არიან. რაიონში მცხოვრებ ადამიანებს სიფრთხილის ზომების მიღებისკენ მოვუწოდებთ, მაგ., როგორიცაა ნიღბების ტარება საზოგადოებრივ ადგილებში და საავადმყოფოში პაციენტების მონახულებისგან თავშეკავება,“ - განაცხადა კერალას ჯანდაცვის მინისტრმა ვენა ჯორჯმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) თანახმად, ნიპა ვირუსის ინფექცია "ზოონოზური დაავადებაა", რომელიც შეიძლება ცხოველიდან ცხოველზე ან ცხოველიდან ადამიანზე გადავიდეს. კერალას შტატში ვირუსი პირველად 2018 წელს დაფიქსირდა და მას ათობით ადამიანი ემსხვერპლა. ექსპერტების განმარტებით, ჰაბიტატის დაკარგვის გამო, ცხოველები ადამიანებთან უფრო ახლოს ცხოვრობენ, რაც ხელს უწყობს ვირუსის ცხოველებიდან ადამიანზე გავრცელებას.
0
0
ფაშიზმზე გამარჯვებიდან 81 წელი შესრულდა
09/05/2026