08/05/2023
15:32
მსოფლიო
BBC-ის ინფორმაციით, ინდოეთის კერალას შტატში, ტურისტული ნავის გადაბრუნების შედეგად, სულ მცირე, 22 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს.
სამაშველო სამუშაოები ორშაბათიდან მიმდინარეობს. პოლიციის განმარტებით, ორსართულიანი ნავის გადაბრუნება მისმა გადატვირთულობამ გამოიწვია.
გავრცელებული ინფორმაციით, ნავს საკუთარ ტევადობაზე ორჯერ მეტი - დაახლოებით 50 მგზავრი - გადაჰყავდა, როდესაც ის სანაპირო ქალაქ ტანურთან გადაბრუნდა. დაღუპულთა შორის არიან ქალები და ბავშვები, რომლებიც სასკოლო არდადეგებზე იმყოფებოდნენ. მგზავრებს სამაშველო ჟილეტები არ ეცვათ.
კერალას შტატის მეთევზეობისა და ნავსადგურების განვითარების მინისტრმა განაცხადა, რომ 4 მგზავრი კრიტიკული მდგომარეობით სხვადასხვა საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა. კარალას შტატში ორშაბათი გლოვის დღედ გამოცხადდა.
ინდოეთში საზღვაო კატასტროფები არცთუ იშვიათია, რადგან ნავები ხშირად მგზავრებით გადატვირთული, ცუდად მოვლილია და ისინი უსაფრთხოების აღჭურვილობის გარეშე ცურავენ.
0
0