01/08/2023
13:13
მსოფლიო
სამხრეთ ინდოეთის შტატ კერალაში, დასუფთავების სამსახურის 11-მა თანამშრომელმა ქალმა ლატარიის ბილეთი ერთობლივად იყიდეს და გასულ კვირას ჯეკპოტი - 100 მილიონი რუპია ($1.2 მილიონი) - მოიგეს.
თანამშრომელი ქალები ჯგუფის ნაწილს წარმოადგენენ, რომელიც ქალაქ პარაპანანგადში არაბიოდეგრადირებად ნარჩენებს აგროვებს. ისინი, ჩვეულებრივ, დღეში დაახლოებით 250 რუპიას გამოიმუშავებენ. მათი თქმით, „ეს ანაზღაურება თავის გასატანად არასაკმარისია.“ როგორც BBC-ი წერს, ქალების უმეტესობა შვილების სწავლისა და სხვა ხარჯებისთვის ფულს ბანკიდან სესხულობს. ამიტომ ისინი ლატარიის ბილეთს დროდადრო საერთო თანხით ყიდულობდნენ.
ქალებმა მოგების შესახებ გათამაშებიდან ერთი დღის შემდეგ გაიგეს, როცა ერთ-ერთმა მათგანმა ქმარს სთხოვა შედეგების გადამოწმება.
„ჩვენ შევთანხმდით, რომ რაიმე თანხის მოგების შემთხვევაში თანაბარ წილს მივიღებდით. ჯეკპოტის მოგებას არ ველოდით!" -თქვა ერთ-ერთმა ქალბატონმა კუტიმალუმ.
”ჯეკპოტის მოგების მიუხედავად, ერთი რამ გადავწყვიტეთ - ჩვენ არ დავტოვებთ სამსახურს, რადგან სწორედ ამ კოლექტიურობამ განაპირობა ჩვენი კეთილდღეობა”, - თქვა ერთ-ერთმა თანამშრომელმა.
ინდოეთის შტატების დიდ ნაწილში ლატარიის თამაში ძირითადად კანონით დაუშვებელია, მაგრამ კერალას მთავრობა თავად აწარმოებს პოპულარულ პროგრამას - შტატში ლატარიის თამაშის კერძოდ ორგანიზება აკრძალულია.
0
0