10/04/2023
13:28
მსოფლიო
ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტრო იმიტირებულ სამედიცინო ტრეინინგებს ატარებს, რათა შეამოწმოს საავადმყოფოების მზადყოფნა Covid-19-ის მზარდ შემთხვევებთან გამკლავებისთვის.
იმიტირებული სამედიცინო ტრეინინგი ქვეყნის მასშტაბით ორშაბათს და სამშაბათს გაიმართება. მასში მონაწილეობენ როგორც საჯარო, ისე კერძო საავადმყოფოები, რომლებსაც კურირებს ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრი მანსუხ მანდავია და სხვა სახელმწიფო ჯანდაცვის მინისტრები.
ინდოეთში Covid-19-ის აქტიური შემთხვევების რაოდენობა შედარებით დაბალია, მაგრამ ექსპერტები, დაავადების შემდგომი გავრცელების შეჩერების მიზნით, მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
ინდოეთში პანდემიის სასიკვდილო მეორე ტალღა 2021 წელს დაფიქსირდა და მთავრობა კრიტიკის ქვეშ მოექცა, რადგან ბევრ საავადმყოფოს ამოეწურა ჟანგბადის მაგენერირებელი სისტემა და კრიტიკული მოვლის საწოლები.
მთავრობის ინფორმაციით, 9 აპრილს, ინდოეთში Covid-19-ის 6000-მდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქტიური შემთხვევების რაოდენობა 35000 იყო. შემთხვევების მატება ძირითადად განპირობებულია XBB.1.16-ით, რომელიც „ომიკრონის“ სუბვარიანტია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თქმით, ის აკვირდება სუბვარიანტს და მის გავრცელებას ინდოეთში. ექსპერტები ამბობენ, რომ „ომიკრონის“ სუბვარიანტი ლეტალური არ არის.
ბოლო კვირების განმავლობაში, Covid-19-ით დაინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდა ინდოეთის ბევრ ქალაქში დაფიქსირდა.
0
0