11/08/2023
23:16
მსოფლიო
სამხრეთ ინდოეთში ერთ-ერთი მათი სუპერვარსკვლავის, რაჯინიკანტის მონაწილეობით, ფილმ „ჯაილერის" გამოსვლამ, რეგიონი დიდი გამოხმაურება გამოიწვია, იმდენად, რომ ზოგიერთმა კომპანიამ თავის თანამშრომლებს ფილმის სანახავად დასვენების დღე მისცა. ამის შესახებ CNN წერს.
მედიის ცნობით, კერალაში დაფუძნებულმა საგანმანათლებლო კომპანია Redbooks Abroad-მა თავის თანამშრომლებს საჩუქრად პირველი ჩვენების ბილეთები გადასცა. წერილში კი აღნიშნავდნენ, რომ ეს იყო „დღე დასვენებისთვის, სიხარულისთვის და ვერცხლის ეკრანის მაგიაში ჩაძირვისთვის“.
„ვიმედოვნებთ, რომ ეს დასვენება და ფილმის გამოცდილება ყველას მოგანიჭებთ სიხარულს, დასვენებას და განახლებულ ენერგიას. მოდით, დავაფასოთ ეს მომენტი და ერთად შევქმნათ მოგონებები“, - ეწერა წერილში.
ცნობისთვის, ბოლო 2 წლის განმავლობაში, ეს ფილმი პირველია, რომელშიც მონაწილეობას რაჯინიკანტი იღებს. ის თავის თაყვანისმცემლებს შორის, ნახევრადღმერთის მსგავსი სტატუსით სარგებლობს.
72 წლის ინდოელ სუპერვარსკვლავს, 160-ზე მეტ ფილმში აქვს ნათამაშები. ის სამხრეთ ინდოეთში კინოს სინონიმად აღიქმება და აზიის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობია.
10 აგვისტოს ფილმმა სალაროებში დაახლოებით 5 მილიონი დოლარი მიიღო. ადრეული შეფასებით, ის 2023 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფილმი იქნება ინდოეთში.
0
0