
ინდოეთსა და პაკისტანში მოსალოდნელი ციკლონის გამო 150 000-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია. სინოპტიკოსების პროგნოზით, ციკლონმა „ბიპარჯოიმ“ (რაც ბენგალურად ნიშნავს "კატასტროფას") შეიძლება სახლები, მოსავალი, ელექტრო ანძები და ხეები გაანადგუროს. სავარაუდოდ, „ბიპარჯოი“ პირველად ინდოეთის გუჯარათის შტატშია მოსალოდნელი დღეს საღამოს, ადგილობრივი დროით. როგორც პაკისტანის კატასტროფების მართვის სააგენტომ განაცხადა, ქარიშხლის სიჩქარე 120 კმ/სთ-მდე გაიზრდება ზღვისპირა ტერიტორიაზე და ყარაჩის პროვინციიდან ინდოეთის შტატ გუჯარათამდე იქროლებს. მოსალოდნელი საფრთხის გამო ორივე ქვეყნის ხელისუფლებამ შესაბამისი ზომები უკვე მიიღო. ინდოეთის გუჯარათის შტატის ხელისუფლებამ ადგილობრივებს ზღვაში გასვლა და თევზაობა აუკრძალა. შტატში რამდენიმე დღით დაიხურა სკოლები. მეტეოროლოგების თქმით, ციკლონის დროს ზღვის მოქცევამ შეიძლება ზღვისპირა დაბალი ზონები დატბოროს.
0
0