
ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების შესახებ ერთსქესიანი წყვილებისა და აქტივისტების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და განაცხადა, რომ მას შესაბამისი უფლებამოსილება არ აქვს.
სამაგიეროდ, სასამართლომ მიიღო მთავრობის ინიციატივა კოლეგიის შექმნის შესახებ, რომელიც განიხილავს ერთსქესიანი წყვილებისთვის სოციალური და კანონიერი უფლებებისა და შეღავათების მინიჭებას.
აპრილსა და მაისში, ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ ერთსქესიანი წყვილებისა და აქტივისტებისგან წარდგენილი 21 პეტიცია განიხილა. მათი განცხადებით, ქორწინების არალეგალიზების გამო, ისინი "დაბალი კლასის მოქალაქეები" გახდნენ.
აქტივისტების თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება ინდოეთის ლგბტქ+ მოსახლეობის (რომელთა რიცხვი ათეულობით მილიონამდეა) იმედებს გააცრუებს.
ინდოეთის მთავრობამ და რელიგიურმა ლიდერებმა მკაცრად გააპროტესტეს ერთსქესიანთა კავშირები, რადგან მათი შეფასებით, ერთსქესიანთა ქორწინება ინდურ კულტურას ეწინააღმდეგება.
0
0