17/04/2024
14:52
მსოფლიო
ინდოეთის ცენტრალურ შტატ ჩატისგარში, ქვეყანაში არჩევნების ჩატარებამდე რამდენიმე დღით ადრე, სასაზღვრო უსაფრთხოების ძალებმა 29 მაოისტი მეამბოხე მოკლეს. კერძოდ, ინციდენტი კანკერის რაიონში, ბასტართან ახლოს მოხდა, რომელიც მეამბოხეების დასაყრდენ პუნქტს წარმოადგენს.
„ცეცხლსასროლი იარაღით ჩხუბი უსაფრთხოების ძალების მიერ წარმოებულ სამძებრო ოპერაციის დროს დაიწყო. ინციდენტის შემდეგ ნაპოვნია 29 მაოისტი მეამბოხის ცხედარი და იარაღის დიდი საწყობი,“ - განუცხადა ჟურნალისტებს ბასტარის პოლიციის გენერალურმა ინსპექტორმა.
ჩატისგარის შტატში, ხანგრძლივი აჯანყების ორგანიზატორი მაოისტების თქმით, ისინი ღარიბთა უფლებების დასაცავად იბრძვიან.
ინდოეთის სასაზღვრო უსაფრთხოების ძალებმა (BSF) განაცხადეს, რომ დაღუპულთა შორის, სავარაუდოდ, მაოისტ მეამბოხეთა დაჯგუფების ორი უფროსი წევრია. შინაგან საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა ამიტ შაჰმა უსაფრთხოების პერსონალს ოპერაციის წარმატებით დასრულება მიულოცა.
როგორც ცნობილია, მაოისტური აჯანყება, დასავლეთ ბენგალის შტატში, 1960-იანი წლების ბოლოს დაიწყო და მას შემდეგ, მეამბოხეთა ტალღამ ინდოეთის 600 ოლქის მესამედზე მეტი მოიცვა. უსაფრთხოების ძალებსა და ამბოხებულებს შორის შეტაკებები ჯერ კიდევ ხშირია - ყოველწლიურად უამრავი ადამიანი იღუპება.
0
0