
ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ ვლადიმერ პუტინს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში „გამარჯვება“ მიულოცა.
როგორც რუსული მედია წერს, ინდოეთის პრემიერი კრემლის ლიდერს ტელეფონით დაუკავშირდა.
„სატელეფონო საუბრისას ნარენდრა მოდიმ ვლადიმერ პუტინს რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში „დიდი გამარჯვება“ მიულოცა და რუს ხალხს კეთილდღეობა უსურვა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ორივე მხარემ აღნიშნა, რომ საჭიროა ურთიერთსასარგებლო კავშირების პროგრესული და დინამიკური განვითარება, ეკონომიკურ და საინვესტიციო სფეროებში, ასევე ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში.
გარდა ამისა, მხარეებმა განიხილეს საერთაშორისო საკითხები, მათ შორის უკრაინის გარშემო არსებული ვითარება. კრემლში აღნიშნეს, რომ საუბარი „თბილად და მეგობრულად“ გაიმართა.
„დასავლეთში ხმის მიცემის შედეგები არ იქნა აღიარებული. ამასთან, შეერთებულ შტატებში აცხადებენ, რომ გააგრძელებენ მუშაობას იმ რეალობიდან გამომდინარე, რომ პუტინი არის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი“, - წერს რუსული მედია.
0
0