18/11/2023
10:09
მსოფლიო
ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ განვითარებადი ქვეყნების ლიდერებს მოუწოდა, ერთად ებრძოლონ ისრაელ-„ჰამასის“ ომისგან მომდინარე გამოწვევებს. ამის შესახებ მან 130-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლის მონაწილეობით გამართულ „გლობალური სამხრეთის ხმის“ სამიტზე განაცხადა.
„გლობალური სამხრეთის ქვეყნები უნდა გაერთიანდნენ დიდი გლობალური სიკეთისთვის. განვითარებად ქვეყნებს ერთნაირი პრიორიტეტები აქვთ“, - აღნიშნა მოდიმ და ისრაელ-„ჰამასის“ ომში მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაგმო.
„ინდოეთმა დაგმო „ჰამასის“ ტერორისტული თავდასხმა ისრაელზე, რომელიც 7 ოქტომბერს განხორციელდა. ჩვენ ასევე გამოვიჩინეთ თავშეკავება და ყურადღება გავამახვილეთ დიალოგსა და დიპლომატიაზე. ჩვენ ასევე მკაცრად ვგმობთ მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვას ისრაელსა და „ჰამასს“ შორის კონფლიქტში, - განაცხადა მოდიმ.
0
0