17/11/2021
11:40
საზოგადოება
„ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არაც შეეხება არაინდივიდუალურ სახლებს, ნებართვის მფლობელები საეტაპო ოქმების წარუდგენლობაზე პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდნენ 2022 წლის 1-ელ იანვრამდე, თუმცა მათ დარჩათ ვალდებულება, წარადგინონ საეტაპო ოქმები და, საჭიროების შემთხვევაში, დასკვნები. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ინდივიდუალური სახლების მშენებლობის კონტროლი სუსტდება. მშენებლობის ნებართვის მფლობელმა სახლის მშენებლობის პროცესის დასრულების შემდეგ ექსპლუატაციაში მიღების შესახებ განცხადებას თან უნდა დაურთოს განცხადება ობიექტის საერთო პირობებთან შესაბამისობის შესახებ. ამ ცვლილებების მიზანია, მოქალაქეებს ავარიდოთ ბუნდოვანება, შევამციროთ ბიუროკრატიული პროცედურები და ავარიდოთ დიდი ფინანსური ხარჯი. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო პარლამენტს თანამშრომლობისთვის. ვფიქრობ, ეს ცვლილება ხელს შეუწყობს ამ დარგში ჩართული ადამიანებისთვის პროცედურების გამარტივებას“, - განაცხადა კალაძემ.
0
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
26/11/2024
წითელ ზღვაში ტურისტებით სავსე იახტა ჩაიძირა
26/11/2024