08/03/2022
20:49
მსოფლიო
ნიკ ოფერმმა, რომელიც თავის ცოლთან ერთად უძღვებოდა დაჯილდოებას, ცერემონიის გაგრძელებამდე სიტყვა წარმოთქვა:
"ვიდრე გავაგრძელებდეთ, მინდა, ერთი წუთი მივუძღვნათ უკრაინელი ხალხისთვის საუკეთესო სურვილების წარმოთქმას და მშვიდობა ვუსურვოთ ყველა იმ ადამიანს, ვისაც ეს ომი შეეხო".
მეგან მულალმა კი, რომელსაც ცერემონია ოფერმანთან ერთად მიჰყავდა, დაამატა:
"მგონი, ყველას სათქმელს ვამბობთ, როცა სწრაფი გამოსავლის პოვნასა და მშვიდობის დამყარების სურვილს გამოვთქვამთ. უფრო მოკლედ რომ ვთქვათ: "დაახვიე" და სახლში წადი, პუტინ".
ოფერმანმა განაგრძო მისი მეუღლის სიტყვა:
"დიახ, ეს ის სწრაფი გამოსავალია, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. გვინდა, ვლადიმერ პუტინმა "დაახვიოს" და სახლში წავიდეს. დასასრულისთვის, ყველანი გავერთიანდეთ და ჩვენებურად ენერგიულად გავაცილოთ: ეს პუტინს! " - და შუა თითი უჩვენა მან და მისმა მეუღლემ კამერას.
-0:07
0
0