07/03/2023
12:17
მსოფლიო
ჩვენ ვხედავთ ჩვენს რესპუბლიკას, როგორც ძლიერ სუვერენულ სახელმწიფოს, აყვავებულ აფხაზეთს, სადაც უამრავი ხალხი მოდის. ამის შესახებ ოკუპირებუილი აფხაზეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ Soloviev Live-ის ეთერში შესაბამისი კითხვის საპასუხოგ განაცხადა, თუ როგორ ხედავს ის „რესპუბლიკის“ მომავალში.
„დარწმუნებული ვარ, აფხაზეთის რესპუბლიკა 10,15,20 წელიწადში შეძლებს შექმნას სერიოზული პირობები, რომ გახდეს რეგიონული მნიშვნელობის ტურისტული, ეკონომიკური კლასტერი. პოსტსაბჭოთა სივრცეში, ვფიქრობ, ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი ლიდერი. ტურიზმის სფეროში ახლა ჩვენ ვართ ერთ-ერთი ლიდერი“ - განაცხადა მინისტრმა.
მანვე ისაუბრა ჟენევის დისკუსიების შესახებ და განაცხადა, რომ ეს ერთადერთი საერთაშორისო ფორმატია, სადაც აფხაზეთს აქვს წარმომადგენლობა.
არძინბას განცხადებით, „რესპუბლიკა“ იმედოვნებს, რომ მიაღწევს მთავარ შედეგს - საქართველოსთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას.
არძინბას თქმით, ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი ახლო აღმოსავლეთია.
მისი თქმით, ახლა აქტიური მუშაობა მიმდინარეობს სირიასთან, ლიბანთან და ავღანეთთან.
მანვე დასძინა, რომ საქართველო საერთაშორისო კონტაქტების დაბლოკვას ცდილობს.`
0
0