
აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ილონ მასკს სამხრეთ აფრიკაში თავისი ერთ-ერთი კომპანიის მართვა აეკრძალა. წყაროების თანახმად, მან აღშფოთება გამოხატა ადგილობრივი ადმინისტრაციის გადაწყვეტილების გამო და ის რასიზმში დაადანაშაულა.
„Starlink-ს არ აქვს უფლება, რომ სამხრეთ აფრიკაში იმუშაოს, რადგან მე ფერადკანიანი არ ვარ“, - განაცხადა მასკმა.
მილიარდერმა სამხრეთ აფრიკის პოლიტიკას "უაღრესად რასისტული" უწოდა და მოითხოვა, რომ სამხრეთ აფრიკის კანონმდებლობისგან გათავისუფლდეს მისი კომპანია, რომელიც სახელმწიფო ხაზინას თანამშრომლების შემოსავლის 30%-ს ურიცხავს. ამავდროულად, Starlink-ის სისტემა უკვე მოქმედებს სამხრეთ აფრიკის მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის ბოტსვანაში, მოზამბიკსა და ზიმბაბვეში.
ამავდროულად, სამხრეთ აფრიკის სახალხო დიპლომატიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილემ კლეისონ მონიელამ განმარტა, რომ ადგილობრივი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას მილიარდერის კანის ფერის ფაქტორთან საერთო არ აქვს.
0
0