15/03/2023
21:38
პოლიტიკა
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „პალიტრანიუსის“ ეთერში აცხადებს, რომ ოპოზიციამ უნდა ჩამოაყალიბოს ხელისუფლების პოზიტიური დღის წესრიგით გადაბარების გეგმა და ამის შემდეგ დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები.
„რაც უფრო სწრაფად შეიცვლება ხელისუფლება, მით უკეთესი. იმისთვის, რომ ვადამდელი არჩევნები გახდეს შესაძლებელი, უნდა ჩამოყალიბდეს ხელისუფლების გადაბარების გეგმა, ხელისუფლების შეცვლის ალტერნატივა. ნათლად უნდა დაინახოს როგორც ქართველმა ამომრჩეველმა, ასევე ჩვენმა პარტნიორებმა, რომ თუ დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები, მზად არის ხელისუფლების ცვლილების გეგმა, რომ პოლიტიკური ძალები მზად არიან პოზიტიური დღის წესრიგით გადმოიბარონ ხელისუფლება. ამ შემთხვევაში, დღის წესრიგში დგება რიგგარეშე არჩევნები, ეს უნდა გააკეთოს ოპოზიციამ“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ლუსტრაცია უკვე მოხდა და ახლა მნიშვნელობა აღარ აქვს ოპოზიცია დატოვებს თუ არა პარლამენტს. მეოთხე პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უნდა ჩამოყალიბდეს საკოორდინაციო საბჭო.
0
0