
ანტიამერიკული პარტია „ქართული ოცნება“ ძალიან შეშინებულია იმით, რომ ამერიკელები გაიგებენ იმას, რომ ის ირანის რეჟიმთან თანამშრომლობს, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს.
ამერიკელი კონგრესმენი ეხმაურება და X-ზე აზიარებს „ჰადსონის ინსტიტუტის“ პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორის განცხადებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით "ჰადსონის ინსტიტუტის" მიერ საქართველოში ირანის მზარდი გავლენის შესახებ გამოქვეყნებული ანგარიშის შემდეგ, რომლის თანაავტორებიც არიან ლუკ კოფი და გიორგი კანდელაკი.
„ანტიამერიკული პარტია „ქართული ოცნება“ ძალიან შეშინებულია იმით, რომ ამერიკელები გაიგებენ იმას, რომ ის ირანის რეჟიმთან თანამშრომლობს, ამიტომ ყველაფერს აკეთებენ, რომ გააჩუმონ ექსპერტები, რომლებიც ამ ფაქტს აღნიშნავენ. იმისათვის რომ დაამარცხოთ ირანი, ჯერ „ქართული ოცნება“ დაამარცხეთ“, - წერს უილსონი X-ზე.
0
0