24/06/2023
01:55
მსოფლიო
🔻 „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაქირავებულთა პოზიციებზე დარტყმაში დაადანაშაულა. ამასთან, მან დაამატა:
„ჩვენ 25 ათასი ვართ და ვაპირებთ გავარკვიოთ, რატომ ხდება ქვეყანაში ქაოსი“. მან პირობა დადო, რომ „შეაჩერებს ბოროტებას, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს“. უმრავლესობამ - მათ შორის რუსეთის ხელისუფლებამ - ეს სამხედრო გადატრიალების საფრთხედ აღიქვა. თავად პრიგოჟინმა თქვა, რომ „ეს არ არის სამხედრო გადატრიალება".
🔻მაგრამ უკვე გვიანი იყო, რადგან ФСБ-მ აღძრა სისხლის სამართლის საქმე შეიარაღებული აჯანყების წაქეზების შესახებ და მოითხოვა „დაუყოვნებლივ შეწყდეს უკანონო ქმედებები". გენერალური პროკურატურა მას ახსენებს, რომ ამბოხის მოწყობისთვის 12-დან 20 წლამდე ემუქრება.
კრემლის წარმომადგენლის თქმით, პუტინმა იცის ვითარების შესახებ. „მიიღება აუცილებელი ზომები", - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
🔻უსაფრთხოების სპეციალური ზომებია მიღებული მოსკოვში, დონის როსტოვსა და ბელგოროდში. შემოღებულია ე.წ. „ციხესიმაგრის“ გეგმა, ანუ სპეციალური კონტროლის ქვეშ აიღეს შსს-ს, უშიშროების ფედერალური სამსახურის და ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის მნიშვნელოვანი ობიექტები. სამხედრო ტექნიკა გამოჩნდა როსტოვის ქუჩაზე. დონის გზატკეცილის უსაფრთხოებას ასევე უზრუნველყოფს ФСБ და სწრაფი რეაგირებს ქვედანაყოფი.
🔻რუსეთის ხელმძღვანელობაში მედია წყაროები განსხვავებულად აფასებენ კრემლის რეაქციას მომხდარზე. ვიღაცამ ამას „შოკი“ უწოდა, ვიღაცამ „პანიკაზეც“ ისაუბრა, თუმცა, პრიგოჟინმა მაშინვე განაცხადა, რომ მისი პრეტენზიები მხოლოდ შოიგუს წინააღმდეგ იყო.
🔻ამჟამად არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ პრიგოჟინს მართლაც სადღაც მიჰყავს თავისი დაქირავებულები.
0
0