
ჟურნალისტი, მაკა რაზმაძე ბიზნესმენ ფადი ასლის პოსტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და საზოგადოებას მის "უკბილო და გოიმურ შეურაცხმყოფელ ხუმრობებზე" სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდებს:
"ამდენი ხალხი კითხულობთ ამ უზრდელი კაცის სამარცხვინო სტატუსს და იღრიჭებით. ეტყობა ვისაც მოგწონთ და ულაიქებთ მართლა მასე გრძნობთ თავს. თქვენს სამშობლოს და ხალხს რომ შეურაცხყოფას აყენებს და თან აქ ცხოვრობს წლებია ეს ვითომ არაფერი…
იმის ნაცვლად ყველამ პასუხი მოსთხოვოთ რომ თავზე გიშვებათ მთელ ერს, უკბილო და გოიმურ შეურაცხმყოფელ ხუმრობებზე გეცინებათ და მერე აქ მაღალ მატერიებზე ამუნათებთ სხვებს!
მე წამშალა ჩემი კომენტარის გამო და ამდენი საერთოდ ფრენდი იცინით და გიხარიათ საკუთარი ხალხის ასე თრევა, ყოჩაღ!"- წერს მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენმა ფადი ასლიმ მომღერალ პაატა თედიაშვილის მიერ 500–600 პარტნიორის ყოლასთან დაკავშირებით, პოსტი გამოაქვეყნა. ფადი ასლიმ დაწერა:
"თედიაშვილი ტრაბახობს, რომ 600 სექსუალური პარტნიორი ჰყავდა! ივანიშვილმა 3, 7 მილიონი ქართველი იხმარა და ეს არც კი უხსენებია!" - წერს ფადი ასლი.
0
0