
სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ სასტიკად ნაცემი დავით ქაცარავა განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების უკან ხელისუფლებას ხედავს,
ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის თქმით, ანგარიშსწორების მსხვერპლი გაცხადებული სამოქალაქო პოზიციის გამო გახდა.
ზუსტად ვიცი, რომ ის ბრძოლა, რომელსაც მე და ჩემი მეგობრები ოკუპაციის ხაზთან ვაწარმოებთ, ამის გამო დავისაჯე. ყველა ხედავს, რომ დღეს ე.წ. "ქართული ოცნება" ყოველ დღე კარგავს ლეგიტიმაცია. მას აღარ შეიძლება ეწოდოს მთავრობა. მათ აღარ აქვთ უფლება, რომ მართონ ეს ქვეყანა, რადგან ისინი არღვევენ კონსტიტუციას, მიათრევენ ქვეყანას რუსეთისკენ, ამყარებენ რუსულ დიქტატურას და ეს დიქტატურა დამყარდება, თუ საზოგადოების დიდი ნაწილი არ დავდგებით და არ შევეწინააღმდეგებით. ჩვენ არ გვაქვს უფლება, უკან დავიხიოთ. უნდა ვიბრძოლოთ და დავამარცხოთ ეს რუსული რეჟიმი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის მშვიდობიანად, რომ ეს მონური, რუსული ხელისუფლება შევაჩეროთ", - ამბობს ქაცარავა.
ცნობისთვის, დავით ქაცარავამ, რომელსაც სპეცრაზმი პარლამენტის წინ სასტიკად გაუსწორდა, კლინიკა დღეს დატოვა. მისი მდგომარეობა მძიმეა, ამბობს, რომ ტვინის შერყევის მძიმე ფორმა აქვს და ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრისას ყვება, რომ მის გაგუდვას ცდილობდნენ.
0
0