
უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში ეხმაურება ხაშურის მუნიციპალიტეტის დედათა მონასტერში მომხდარ საზარელ ფაქტს, რა დროსაც 2 პირი მონასტერში დაყაჩაღების მიზნით შეიჭრა.
პატარაია საპატრიარქოს ფაქტის დაგმობისკენ მოუწოდებს.
"გაუპატიურებული მონაზონი ქალი 70 წლისა ყოფილა და ისე სასტიკადაა ნაცემი, რომ კატასტროფის მანქანას თბილისში გადმოჰყავს. ახლა მაინც ამოიღოს ხმა საპატრიარქომ და დაგმოს ქალზე ძალადობა!
პ.ს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ქმრისგან ცემა და გაუპატიურება უკეთესი ვარიანტია, მწარედ ცდება. პ.პ.ს. და საერთოდ, რა ჯოჯოხეთში ვაცხოვრებთ ქალებს?! ხო, იმედია მასზე მაინც არ იტყვიან, გამომწვევად ეცვა და ღამე მონასტერში რა უნდიდა, მისივე პროვოცირებულიაო" - წერს პატარაია.
როგორც ცნობილია, მომხდართან დაკავშირებით, შსს-მ განცხადება დღეს გაავრცელა. მასში ნათქვამია, რომ ჯგუფური გაუპატიურებისა და ყაჩაღობის მუხლით 2 პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 70 წლის მონაზონი კი ხაშურის კლინიკიდან თბილისში გადმოიყვანეს.
0
0