
საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი უნდა იყოს, რომ სრული წევრობა მიღწევადია, ფოკუსირება უნდა მოხდეს, რა უნდა გააკეთონ ქვეყნებმა, როგორია მათი პოლიტიკა და შესაძლებლობები, – ამის შესახებ ფინეთის პარლამენტის წევრმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში, მიკო სავოლამ საქართველოს პირველ არხს კოპენჰაგენში განუცხადა.
მისი თქმით, ღია კარის პოლიტიკა და დისკუსიები მნიშვნელოვანია.
ამასთან, როგორც მიკო სავოლამ აღნიშნა, იმედოვნებს, რომ საქართველოც გახდება ნატო-ს წევრი.
„ფინეთი წლების განმავლობაში იყო ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პარტნიორი ქვეყანა და ახლა უკვე წევრები ვართ. ვფიქრობ, მიმდინარე საკითხებთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია ღია კარის პოლიტიკის აქტუალობა და პარტნიორების ყოლა ამ ფორმატში, რაც გვაძლევს საშუალებას გავიგოთ, რა ხდება პარტნიორ ქვეყნებში. ალბათ საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი უნდა იყოს, რომ სრული წევრობა მიღწევადია. ფოკუსირება უნდა მოხდეს, რა უნდა გააკეთონ ქვეყნებმა, როგორია მათი პოლიტიკა და შესაძლებლობები. ფიქრობ, ღია კარის პოლიტიკა და ეს დისკუსიები მნიშვნელოვანია. იმედია, საქართველოც გახდება მომავალში ნატო-ს წევრი, არ ვიცი, რამდენად მალე, მაგრამ ღია პარტნიორობის დაწყება მნიშვნელოვანია. ის, თუ როგორ მოქმედებს რუსეთი დასავლელი მეზობლების მიმართ, არის ძალიან ცუდი, არ ვიცი დეტალები, რას აკეთებენ თქვენს საზღვრებში ამ მომენტისთვის, მაგრამ როცა საქმე ეხება სამხედრო ბაზებს, ნატო-ში ყველანი ერთსულოვანნი ვართ პარტნიორების მხარდაჭერის მიმართ“, – განაცხადა მიკო სავოლამ.
0
0