05/11/2024
19:02
მსოფლიო
რესპუბლიკური პარტიის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯეიდი ვენსმა საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა მისცა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ვენსმა მშობლიური ოჰაიოს შტატის ქალაქ ცინცინატიში მისცა ხმა. საარჩევნო უბანზე ის მეუღლესთან და შვილებთან ერთად მივიდა.
ხმის მიცემის შემდეგ ვენსმა რეპორტიორებთან საუბარში განაცხადა, რომ ის მათი მადლობელია, ვინც “ამერიკულ დემოკრატიაში ერთ-ერთი დიდი ტრადიციის” სანახავად გამოვიდა.
“კარგი მოლოდინი მაქვს, ზუსტად არასდროს არ იცი, მაგრამ კარგი მოლოდინი მაქვს ამ კამპანიისგან…
კარგი მოლოდინი მქონდა ჩემი კამპანიისგან რამდენიმე წლის წინ, როდესაც იგივე ადგილას მივეცი ხმა. იმედია, ეს კარგად დასრულდება პრეზიდენტ ტრამპისთვის და ჩემთვისაც, როგორც ეს ჩემს შემთხვევაში მოხდა რამდენიმე წლის წინ ოჰაიოს შტატში”, - განაცხადა ვენსმა.
0
0