
"იმედი მაქვს, 20 წელიწადში, როდესაც ამ მოვლენებს გავიხსენებთ, ვიტყვით, რომ სწორად მოვიქეცით". - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა კიევიდან პოლონეთში დაბრუნების შემდეგ.
ლეიენის აზრით, მთავარი გამოწვევა ევროკავშირის 23-24 ივნისის სამიტზე უკრაინასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიციის მიღწევა იქნება, რაც, ევროკომისიის პრეზიდენტის სიტყვებით, "ამ ისტორიული გადაწყვეტილების მასშტაბებს ასახავს".
ლეიენმა ასევე აღნიშნა, რომ მართალია ბოლო წლებში უკრაინამ ბევრ სფეროში წარმატებას მიაღწია, თუმცა ქვეყანაში კიდევ არაერთი რეფორმა უნდა გატარდეს.
"ჩვენი რეკომენდაცია ამაზე ყურადღებას გაამახვილებს". - თქვა ლეიენმა.
დასავლური წყაროების მიხედვით, 11 მაისს ურსულა ფონ დერ ლეიენის უკრაინის დედაქალაქში ვიზიტის მთავარი მიზანი პრეზიდენტ ზელენსკის ვითარებაში გარკვევა და იმის ახსნა იყო, თუ როგორ შეუძლია კიევს ევროკავშირის სამიტის უარყოფითი გადაწყვეტილების თავიდან აცილება.
0
0