26/11/2024
16:48
მსოფლიო
იმედი ვიქონიოთ, რომ დღეს ნეთანიაჰუ ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას დაამტკიცებს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ისა და საფრანგეთის მიერ შეთავაზებული შეთანხმება ისრაელის უსაფრთხოების ყველა საკითხს ითვალისწინებს.
„ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შეუსრულებლობის გასამართლებელი მიზეზი არ არსებობს, წინააღმდეგ შემთხვევაში ლიბანი ჩამოიშლება“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
ჯოზეფ ბორელმა იმედი გამოთქვა, რომ ისრაელს დამატებითი მოთხოვნები არ ექნება.
შეგახსნებეთ, გუშინ ისრაელელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ და უშიშროების კაბინეტი დღეს ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დასამტკიცებლად შეიკრიბება.
0
0