ევროპა და ქართული ოცნება არის შეუთავსებელი. ეს გვითხრეს არაერთგზის - ამბობს პარტია "ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია იმ დოკუმენტზე საუბრისას, რომელიც ევროკომისიამ შეიმუშავა და მოკლევადიან ზომებს ითვალისწინებს.
"უნდა გვესმოდეს, რომ ეს საქართველოს დასანქცირება არ არის. ქართულმა ოცნებამ მიგვიყვანა იქამდე, სადამდეც გამიზნული ჰქონდათ თავიდანვე. ეს არის რუსეთის უკანა ეზო. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ვერ მოასწრებს ევროპული ბიუროკრატია იმიტომ, რომ ცოტა ნელა მოძრაობს და მოუქნელია, იმიტომ, რომ ჩვენ მანამდე გავიმარჯვებთ არჩევნებში.
შეუძლებელია, რომ ვიზალიბერალიზაციის გარეშე, ჩვენმა ქვეყანამ ფუნქციონირება ისევე შეძლოს, როგორც ეს ზოგადად შეგვიძლია, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ არჩევანი ჩვენზეა. თუ ჩვენ გვინდა ვიყოთ ევროპის ნაწილი, მათ შორის, უვიზო მიმოსვლის თვალსაზრისით, მაშინ ქართული ოცნება არ უნდა იყოს ხელისუფლებაში. ევროპა და ქართული ოცნება არის შეუთავსებელი. ეს გვითხრეს არაერთგზის" - ამბობს ნიკა გვარამია.
0
0