
„ეს უდიდესი პატივია და წარმოუდგენლად ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი სახელები ჩაიწერა, როგორც პირველი ქართველების, რომლებმაც ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მედალი მოიპოვეს. ეს დიდი პატივია. ჩვენთვის ეს იყო გრძელი გზა და ამით დაუჯერებლად ბედნიერები ვართ“. - ამის შესახებ ოლიმპიური ვერცხლის მედალოსანმა ლუკა ბერულავამ განაცხადა.
როგორც ბერულავა აღნიშნავს, კარიერის დასრულების შემდგომ ის ყველაფერს გააკეთებს, საქართველოში წყვილთა ციგურაობის განსავითარებლად.
„იმედი მაქვს, რომ ჩვენს შემდეგ საქართველოში დიდი გუნდი ჩამოყალიბდება — გვეყოლება მეორე, მესამე, მეოთხე წყვილები და ქვეყნის შიგნით კონკურენცია გაჩნდება. კარიერის დასრულების შემდეგ მინდა, ამას მივხედო, რადგან მიყვარს ფიგურული ციგურაობა და მსურს ყველაფერი გავაკეთო საქართველოში წყვილთა ციგურაობის განსავითარებლად“. - აღნიშნა ბერულავამ
ლუკა ბერულავას მეწყვილე, ანასტასია მეტელკინა კი ამბობს, რომ საქართველო მედალს ნამდვილად იმსახურებს, რადგან ფედერაციამ წყვილს ყველა პირობა შეუქმნა იმისთვის, რომ მედლები მოეპოვებინათ.
„ვფიქრობ, საქართველოს ფედერაცია ნამდვილად იმსახურებს ამ მედალს, რადგან მათ შეგვიქმნეს ყველა პირობა იმისთვის, რომ შეგვძლებოდა სრიალი და მედლების მოპოვება. ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ საქართველოსი და საქართველოს ფედერაციის, რადგან სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ახლა აქ, ამ თამაშებზე, ამ მედლებით ვდგავართ“. - ამბობს მეტელკინა
შეგახსენებთ, რომ მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადაზე, ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ნაკრების წევრებმა, ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ პირველად საქართველოს ისტორიაში, ზამთრის სპორტის სახეობებში ოლიმპიური მედალი მოიპოვეს.
0
0