იმედი მაქვს, რადიკალურ ოპოზიციას და მათ მხარდამჭერებს ეყოფათ გონიერება და არ მოაწყობენ ქაოსს - ირაკლი ზარქუა
A-
+A

იმედი მაქვს, რადიკალურ ოპოზიციას და მათ მხარდამჭერებს ეყოფათ გონიერება და არ მოაწყობენ ქაოსს და არეულობის მცდელობა არ ექნებათ, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რომელიც იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგს გამოეხმაურა.
ზარქუას იმედი აქვს, რომ მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა მდგომარეობას განმუხტავს.
"მე პირადად ეს მიდგომა მაქვს, ჩემი კოლეგა ელენე ხოშტარია, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია, ჩვენი კოლეგები, რომლებიც შიმშილობენ, თუნდაც, მათ გამო ღირდა ეს გადაწყვეტილება ყოფილიყო მიღებული, რომ გადაეყვანათ სხვა ლოკაციაზე, რომელიც არის გორის ჰოსპიტალი. მე მგონია, ეს სწორი მიდგომაა. დარწმინებული ვარ, ის სერვისები რაც სჭირდება პატიმარ სააკაშვილს მიეწოდება უფრო კვალიფიციურად და ეს სიტუაცია განიმუხტება. იმედი მაქვს, ეყოფა გონი რადიკალურ ოპოზიციას და მათ მხარდამჭერებს და იქ არ მოაწყობენ ქაოსს და არეულობის მცდელობა არ ექნებათ. ყველას ვთხოვ, დაიცვას სახელმწიფო ინტერესები, ქაოსი ვნებს სახელმწიფოს და რუსეთის ინტერესებშია,"- განაცხადა ზარქუამ.
0
0
597
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%