
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა „ე.წ. ნებაყოფლობითი კოალიცია“ გააკრიტიკა და ის დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის ალასკაში მიღწეული „პროგრესის“ ძირის გამოთხრაში დაადანაშაულა.
„უკრაინის მოკავშირეების ჯგუფი ცდილობს, რომ ომის გამომწვევ ძირეულ მიზეზებთან გამკლავებიდან ყურადღება გადაიტანოს. იმედი მაქვს, ასეთი ევროპული ავანტიურიზმი წარუმატებელი აღმოჩნდება. უკრაინისთვის ომისშემდგომი უსაფრთხოების გარანტიების განხილვის მცდელობები არასაიმედოა და ვერც განხორციელდება რაიმე იდეა, რომელიც განსხვავდება 2022 წელს სტამბოლში რუსეთის მიერ უკრაინასთან მოლაპარაკებების დროს წამოყენებული იდეებისგან.
რაც შეეხება ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის შესაძლო შეხვედრას, რუსეთის პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ თავად შეხვედრისთვის მზადაა. თუმცა, როდესაც საქმე რაღაცის ხელმოწერას ეხება, უკრაინის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით „ლეგიტიმურობის საკითხები“ არსებობს. ეს საკითხები შეხვედრის ჩატარებამდე უნდა გადაწყდეს“, - განაცხადა ლავროვმა.
0
0